saWmeli sokoebi - mglis soko
Домен: | Эукариоты |
Отдел: | Базидиомикота |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Псатирелловые |
Род: | Coprinellus |
Вид: | Навозник мерцающий |
Международное научное название: | Coprinellus micaceus |
მგლის სოკო - (ინგ. Coprinellus micaceus) (რუს. Навозник мерцающий)
სინონიმი: უცნობია.
Coprinellus micaceus არის სოკოს გავრცელებული სახეობა Psathyrellaceae-ის ოჯახიდან. საპრობიონტის ნაყოფსხეული იზრდება ხის ქერქზე ფესვებთან ახლოს, ან მიწისქვეშ გაშლილ ფესვებზე. იკვებება გახრწნილი ორგანული ნარჩენებით. განვითარების ეტაპებზე ის იცვლის ფერს და ფორმას. ძირითადად არის პატარა, თხელი, ყავისფერი შეფერილობის ქუდით, ოვალური ან ზარის ფორმის. მისი ქუდის დიამეტრი არ აღემატება 3სმ-ს. აქვს 10სმ-მდე სიგრძის წვრილი, თეთრი ღერო. თავდაპირველად მისი ქუდის ზედაპირი დაფარულია თხელი მბზინავი უჯრედებით, რამაც განაპირობა ამ ტიპის სოკოს დასახელება და ასევე გააერთიანა სოკოს მბზინავი ქუდიანი (mica cap) კატეგორიის დასახელება.
იზრდება კონად. დაკრეფიდან რამდენიმე საათში სოკოს ლამლები (ლაყუჩი) იწყებს დაშლას და ხდება შავი, თხევადი და ბლანტი. ამ ენზიმურ პროცესს უწოდებენ autodigestion ან deliquescence.
მგლისსოკო საკვებად გამოსადეგარია ამ პროცესების დაწყებამდე.
Coprinellus micaceus-ის მიკროსკოპული მახასიათებლები და ციტოგენეტიკა კარგადაა ცნობილი და გამოიყენება Basidiomycetes-სში უჯრედების დაყოფის და მიოზის სამაგალითო ორგანიზმად. მგლისსოკო Coprinellus-ის ჯგუფში გაერთიანდა 2001 წელს, რადგან ფილოგენეტიკური ანალიზის შედეგებმა ბიძგი მისცა მანამდე ცნობილი სახეობების რეორგანიზებას, რომლებიც ერთიანდებოდნენ Coprinus-ის ჯგუფში. გაირკვა რომ C. micaceus-ის ჯგუფის სოკოები პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებოდა C. truncorum-ის გჯუფისგან და ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ უკვე წარმოდგენილი კოლექციებიდან ბევრი შესაძლოა უკანასკნელი ყოფილიყო.
ისტორია და ტაქსონომია
Coprinellus micaeus-ის პირველი ილუსტრაცია გაკეთდა ფრანგი ბოტანიკოსის - კაროლუს კლუსიუსის მიერ მეთექვსმეტე საუკუნეში. ეს იყო Coprinellus micaeus სოკოს პირველი გამოქვეყნებული მონოგრაფი. კლუსიუსი ირწმუნებოდა, რომ სოკოს ეს სახეობა შხამიანი იყო და ამიტომ ის სოკოს მავნე ჯიშებში შეიყვანა. ეს სახეობა Agaricus micaceus-ის დასახელებით თავის ნაშრომში Herbier de la Franc მეცნიერულად პირველად აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა ჟან ბატისტ ფრანსუა პიერ ბულიარდმა 1786წელს. ამ სოკოს ადვილად ხელმისაწვდომობის მოვლის სიადვილის გამო ისინი ლაბორატორიებშიც მოყავდათ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში და ხდებოდა მათი ციტოლოგიური შესწავლა. 1809 წელს გერმანელმა ბოტანიკოსმა იოჰან ჰაინრიხ ფრიდრიხ ლინკმა გამოაქვეყნა თავისი კვლევა იმენიუმის სტრუქტურის შესახებ. მაგრამ მცდარი აღმოჩნდა. ლინკს ეგონა, რომ ამ სოკოს მიკროსკოპული სტრუქტურა, რომელიც დღეს ცნობილია ბასიდიას სახელწოდებით, იყო გარსი, და რომ თითოეული შეიცავდა სპორების ოთხ წყებას. მის მიერ გაკეთებული micaceus-ის არაზუსტი ნახატები ბევრმა ავტორმა გადაიკოპირა თავის მიკოლოგიურ პუბლიკაციებში. რამაც შეცდომაში შეიყვანა მიკოლოგები. დაახლოებით 30 წლის შემდეგ 1837 წელს ჯოზეფ ჰენრი ლევილმა და აუგუსტ კორდმა დამოუკიდებლად გამოაქვეყნეს ჰიმენიუმის სტრუქტურის ზუსტი აღწერილობა. 1924 წელს კი რეჯინალდ ბულერმა თავის «სოკოს კვლევები»ს მესამე ნაწილში გამოაქვეყნა სრულყოფილი აღწერა და ანალიზი სპორების წარმოქმნის პროცესის შესახებ.
მისი სპეციფიური დასახელება micaceus წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან mica (მარილის პატარა მარცვალი) და სუფიქს - aceus (მსგავსი). თანამედროვე განმარტებაში კი "mica"-ს სრულიად სხვა სუბსტანცია აქვს micare, რაც ბრჭყვიალას ნიშნავს და უფრო შეესაბამება ამ ბზინვარექუდიანი სოკოს აღწერილობას.
აღწერილობა
ამ ჯიშის სოკოს თავი ძირითადად არის 1-2 სმ-მდე დიამეტრის ოვალური ან ზარის ფორმის, მაგრამ დამწიფებასთან ერთად იშლება ქოლგასავით, დისკო იხევა და მისი დიამეტრი 3სანტიმეტრს აღწევს. შეფერილობა აქვს მოყავისფრო-ყვითელი ან გახუნებული ყვითელი. ქუდის შიდა მხარეს აქვს ღარები. ახალ ამოსულს ქუდის ზედაპირი dაფარული აქვს მოთეთრო მბზინავი ნაწილაკებით. ღერო და თავაკი თავისუფლად ეკვრიან ერთმანეთს, ამიტომ ადვილად ირეცხება. Coprinellus micaceus იცვლის ფერს მისი ტენიანობის დონის მიხედვით. მისი ლაყუჩები შედგება ხშირი ნაოჭებისგან და მჭიდროდაა განლაგებული ღეროს სიახლოვეს, ჩამოზნექილია მის ირგვლივ. ღერო არის თეთრი, ხოლო როცა სპორები მომწიფდება, მოყავისფრო შეფერილიბას იღებს. მოწიფულობასთან ერთად სოკოს თავის დისკო ფართოვდება, სკდება, იშლება სხივებად და იხრება თავით მიწისკენ. სპორების დაშლის პროცესი იწყება სოკოს თავიდან, სამან ლაყუჩების ზედა მხარე მთლიანად გაშავდება. მისი სუსტი ღერო 4-10 სმ სიგრძის და 0.2-0.5 სმ სისქის იზრდება. ღეროს დიამეტრი მთელს სიგრძეზე თანაბარია. არის თეთრი, მაგრამ დროთა განმავლობაში ხუნდება და ჭუჭყიანდება წვიმისას ნიადაგიდან ასხლეტილი ტალახით. ნაყოფსხეული არის თხელი, სუსტი, თეთრი ღეროთი და ყავისფერი ქუდით. არ არქვს რაიმე გამოხატული სუნი და გემო.
საკვებადვარგისიანობა
არის საკვებად ვარგისი სახეობა. ხარშვა აცერებს ენზიმებს, რომლებიც იწვევენ ლპობის და დაშლის პროცესებს რაც იწყება სოკოს დაკრეფიდან დაახლოაბით ერთ საათში. იდეალურია ომლეტის მოსამზადებლად და სხვადასხვა სოუსის არომატიზატორად. ადვილად იშლება ზედმეტი გადადუღებისგან. აქვს დელიკატური გემო, რომელსაც შეუძლია გადაფაროს სხვა არომატები. ამ სოკოს ასევე საკვებად იყენებენ დროზოფილას ოჯახის ბუზები, რომლებიც სოკოს ნაყოფსხეულს იყენებენ მატლების კვერცხების გამოსაჩეკ ადგილად.
საკვებად ვარგისი სხვადასხვა სოკოს მინერალური შემადგენლობის კვლევებმა აჩვენა რომ C.micaceus შეიცავს პოტასიუმის ყველაზე მაღალ კონცენტრაციას იმ 34 სახეობას შორის, რომელიც გამოიკვლიეს. მაჩვენებლით: თითქმის ნახევარი გრამი პოტასიუმი ერთ კოლიგრამ სოკოში. ამ სახეობას შეუძლია ისეთი მავნე, მძიმე მეტალების ბიოაკუმულაცია როგორიცაა ტყვია (Pb) ან კადმიუმი (Cd). ამიტომ სასურველია არ დაიკრიფოს გზების განაპირას ან ქარხნების სიახლოვეს.
მსგავსისახეობები
ასევე საკვებად ვარგისი სახეობა Coprinellus bisporus თითქმის იდენტურია C.micaceus -სთან მაგრამ მისი ქუდის გრანულები არ არის ყვეთელი და თითო ბასიდიუმში ორი სპორა აქვს. მისი ხორკლიანი ქუდი არის მონაცრისფრო ყავისფერი, ხოლო ხორკლები თეთრი, ან ყავისფერი. აქვს უსიანმოვნო გემო. კიდევ ერთი სახეობა Coprinellus disseminatus არის ასევე საკვებად ვარგისი, გარეგნულად ასევე ძალიან გავს მგლისსოკოს, აქვს შედარებით პატარა მოყვითალო-მოყავისფრო ქუდი, თეთრი მალმები, რომელიც შავდება მაგრამ სითხედ არ იშლება. იზრდება დიდი ხეების ფესვებთან. Coprinus atramentarius არის უფრო დიდი, რუხი შეფერილობის სახეობა რომელიც იზრდება კონად ხის ან გადაჭრილი ხის ძირას. არააქვს ბზინვარე ქუდი და მალმები ულპება დამწიფებასთან ერთად. Coprinellus truncorum არის ბზინვარე ზედაპირიანი სახეობა. აქვს ელიპსისებური ფორმის სპორები, მისი ქუდი ცენტრში უფრო ყავისფერია და კიდეებისკენ ღიავდება. ახასიათებს უფრო დიდ ჯგუფებად აღმოცენება.
ეკოლოგია და გავრცელება
Coprinellus micaceus არის საპროტროფული სახეობა, იკვებება მკვდარი ან გახრწნილი ორგანული ნივთიერებებით. იზრდება კუნძებზე ან მის ირგვლივ. ასევე უფრო მორებთან და ნაფოტებზე, ვიდრე ხეზე. 2010 წლის კვლევები ამტკიცებს, რომ სოკოს შეუძლია იარსებოს ჯანსაღი ხის ქსოვილზე როგორც ენდოფიტმა, ისე რომ არ დააავადოს და არ მიაყენოს მცენარეს ზიანი. ეს სოკო ადპტირებულია როგორც დაზიანებულ ისე განვითარებულ ადგილებში, როგორიცაა გზები, ბილიკები, ბაღები, განაშენიანებული ადგილები ან ავტოსადგომების კიდეები. ასევე ნაპოვნია ხის ფესვებთან დახურულ სივრცეში, სადაც ტენიანი გარემოა. იყო შემთხვევა, რომ იპოვეს 120 მეტრ სიღრმეზე მიწის ქვეშ, მიტოვებულ მაღაროში ხის გასასვლელბთან.
მგლისსოკოს ნაყოფსხეული უმეტესად ნაპოვნია მკვრივ კონად. იშვიათად, თუმცა გვახვდება ცალკეულად ამოზრდილიც. უმატესად ტყეებში. ჩრდილოეთ ამერიკაში არის ერთერთი ყველაზე ხშირად საკვებად გამოყენებული სახეობა, რომელიც გაზაფხულზე ამოდის და მაისიდან სექტემბრამდე ხარობს. ევროპაში კი მაისიდან დეკემბრამდე შეხვდებით. ხარობს წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ უმეტესად გაზაფხულის და შემოდგომის წვიმების შემდეგ. ეს სახეობა ხასიათდება ერთი და იმავე ადგილას რამდენჯერმე ამოსვლით. ერთერთი თელას ძირში სხვადასხვა სეზონზე (გაზაფხული და ზაფხული) 17კგ ქორფა სოკო დაკრიფეს.
Coprinellus micaceus მსოფლიოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული. როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპაში (თურქეთის ჩათვლით), ჩრდილო ამერიკაში (ალიასკალმდე), ჰავაის კუნძულებძე, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და იაპონიაში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჰავაიზე მოპოვებული ნიმუშების დნმ-ის ფილოგენეზურმა ანლიზმა აჩვენა, რომ აზიურ პოპულაციებთან შედარებით, ჰავაიზე მოპოვებული ნიმუშები გენეტიკური მრავალფეროვნებით ხასიათდება. ეს იმაზე მიუთითებს რომ ჰავაიზე მოპოვებული ჯიშები არც ისე დიდიხნის წინაა შესული სიაში და მისი გენეტიკური ვარიაციები ჯერჯერობით არ არის საფუძვლიანად შესწავლილი.